კონკურსი მოწვეული სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად, თბილისი

ორგანიზაცია: თბილისის თავისუფალი აკადემია
ბოლო ვადა: 03.04.2020
 
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე მოწვეული სპეციალისტის  თანამდებობების დასაკავებლად.

მოთხოვნები:
განათლება:  დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
გამოცდილება:  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი ან/და  პროფესიული გამოცდილება (მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკით) ან/და სპეციალური მომზადება ან/და შესაბამისი პუბლიკაციები.

ძირითადი მოთხოვნები:
კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა,  შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება,  რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები;
უცხო ენის ცოდნის დონე;
კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ვაკანსიებზე:
მენეჯმენტი
მათემატიკა
ეკონომიკა
ინფორმატიკა
აკადემიური წერა
 
მოწვეული პერსონალის თანამდებობაზე არჩევა ხდება 3 წლის ვადით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
კონკურსანტის CV;
შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები;
სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5  წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
პირადობის მოწმობის ასლი;
2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
სხვა ინფორმაცია.

კონკურსის ჩატარების ვადა:
კონკურსი გამოცხადდა 2020 წლის 28 თებერვალს:
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 30 მარტიდან  3 აპრილის  ჩათვლით,
კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა -  7  აპრილი;
კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.
გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 8აპრილს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე).
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 13  აპრილისა.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაცია  უნდა წარადგინონ აკადემიაში 2020 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge;  tea.tulashvili@freeacademy.edu.ge
 
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60
ბეჭდვა
© 2020  aris.ge