კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, თბილისი

ორგანიზაცია: თბილისის თავისუფალი აკადემია
ბოლო ვადა: 03.04.2020
 
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე აკადემიური  თანამდებობების დასაკავებლად.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე:
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება

ძირითადი მოთხოვნები:
ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა,  შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება,  რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები;
უცხო ენის ცოდნის დონე;
კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ვაკანსიებზე:
ფინანსები
აუდიტი
ბიზნეს კომუნიკაცია
მენეჯმენტი
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ინფორმატიკა
სამართალმცოდნეობა
უცხო ენა (ინგლისური)

ასოცირებული პეროფესორი - პროფესორის  / ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
კონკურსანტის CV;
შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები;
სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
პირადობის მოწმობის ასლი;
2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
სხვა ინფორმაცია.

კონკურსის ჩატარების ვადა:
კონკურსი გამოცხადდა 2020 წლის 28 თებერვალს:
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის  ჩათვლით,
კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა - 7 აპრილი;
კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 8 აპრილს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე).
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 13 აპრილისა.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ აკადემიაში 2020 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge; tea.tulashvili@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ:032  2 36 91 60
ბეჭდვა
© 2020  aris.ge