პროფესორი ბრენდინგის მიმართულებით, თბილისი

ორგანიზაცია: საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA
ბოლო ვადა: 03.04.2020
 
აქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.

მიმართულება: ბრენდინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ზემოთ მითითებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კვალიფიციური პერსონალის შერჩევა პროფესიული ნიშნით, რომელთა კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ავტობიოგრაფია (CV)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები
საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

კონკურსის ჩატარების ვადები:

საბუთების მიღება 2020 წლის 2 აპრილიდან 3 აპრილის ჩათვლით.
კანდიდატებთან გასაუბრება - 8 აპრილი

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@gipa.ge
საკონტაქტო ტელეფონი: 599 17 67 17
ბეჭდვა
© 2020  aris.ge