ინგლისური ენის მასწავლებელი, თბილისი

ორგანიზაცია: ბიზნეს სკოლა და აკადემია
ბოლო ვადა: 04.04.2020
 
საგანმანათლებლო ცენტრი "ბიზნეს სკოლა და აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის (დამწყები, გამოცდილი) პოზიციაზე.

ვეძებთ დამწყებ ინგლისური ენის პედაგოგს, ვისაც აქვს ამბიცია მიიღოს დიდი გამოცდილება და მიზნად ისახავს მომავალში იყოს გამოცდილი, კვალიფიციური კადრი, დააგროვოს აუდიტორიასთან მუშაობის გამოცდილება, გქონდეთ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად ეტაპობრივად ჩაატაროთ გაკვეთილები, თანამედროვე სწავლების სტანდარტებით დაგეგმოს გაკვეთილები, მაშინ "ბიზნეს სკოლა და აკადემია" გაძლევთ ამ შესაძლებლობებს.

კვალიფიკაცია
შესაბამისი უმაღლესი განათლება.
სასურველია მასწავლებლად ან პედაგოგის თანაშემწის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
კერძო მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება.
საოფისე პროგრამების ცოდნა,

უნარ-ჩვევები
პასუხისმგებლობა
კომუნიკაბელურობა
ეფექტური კომუნიკაცია
გუნდთან მუშაობის უნარი
გაწონასწორების უნარი
დეტალებზე ფოკუსირება

შერჩევის ეტაპი ჩატარდება სამ ეტაპად.

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. გასაუბრება
3. 30 წთ-იანი საჩვენებელი გაკვეთილი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
დამწყები პედაგოგი - 1 ვაკანტური ადგილი
გამოცდილი პედაგოგი - 2 ვაკანტური ადგილი

სამუშაო განრიგი:
ორშაბათი-პარასკევი 11 სთ-დან 20 სთ-მდე.
შეთანხმებული დღეებით და საათებით
ძირითადი სამუშაო დღის მონაკვეთი: დღის I ნახევარი

შერჩეული აპლიკანტისთვის, კერძოდ დამწყები პირისთვის საგამოცდო პერიოდი - 1 თვე.
გამოცდილი პედაგოგისთვის - 1 კვირა.

დამწყები პედაგოგი იმუშავებს ჯგუფთან და მკითხველთა კლუბში.

დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: careerhrba@gmail.com. სათაურში მიუთითეთ: "დამწყები ინგლისური ენის პედაგოგი " ან "გამოცდილი ინგლისური ენის პედაგოგი "

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ასევე მოგვწერეთ რატომ გსურთ ჩვენს კომპანიაში სტაჟირება და დასაქმება.

ჩვენი კომპანიის შესახებ იხ: https://www.facebook.com/biznesakademia/

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბეჭდვა
© 2020  aris.ge