პროგრამის თანა-ხელმძღვანელი, თბილისი

ორგანიზაცია: ევროპის უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 30.03.2020
 
ევროპის უნივერისიტეტი აცხადებს ვაკანსიას დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის თანა-ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #17
სამუშაო საათები: თავისუფალი
სამუშაო ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მოზიდვის პროცესში ჩართვა;
აკადემიური და მოწვეული პერსონალთან კოორდინაციით, არსებული სილაბუსების პერდიოდული გადახედვა და როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური დეტალების დახვეწის ან/და შეცვლის საჭიროების გამოვლენა/ინიცირება;
აკადემიური და მოწვეული პერსონალთან კოორდინაციით, სასწავლო მასალების და რიდერების გადახედვა და მათი სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
სწავლების მეთოდოლოგიური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა, როგორც დოკუმენტალურ, ასევე  პროგრამულ  დონეზე  და  არსებული  მეთოდოლოგიის  სასწავლო  კურსებში  ინტეგრირების კოორდინაცია;
პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, პრაქტიკის ობიექტების მოძიება და მათთან მემორანდუმების/ხელშეკრულებების გაფორმების ხელშეწყობა;
საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის თანა-ხელმძღვანელობა;
პროგრამის კონცეპტუალური ხედვის, პროგრამის სტრუქტურის, მიზნებისა და განვითარების შესახებ დასაბუთებული მოსაზრების ჩამოყალიბება;
განსაზღვრული პერიოდულობით, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა  და  სხვა  სამსახურების  ჩართულობით,  იმ  სტუდენტებისა  და  კურსდამთავრებულების გამოკითხვა, რომლებმაც გაიარეს ესა თუ ის პროგრამა/კურსი და მათი მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით პროგრამებში ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა;
საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სხვა სამსახურების ჩართულობით, პარტნიორი დამსაქმებლების გამოკითხვა და მათი მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით, პროგრამებში ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა;
პროგრამის განვითარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
პედაგოგიური და კვლევითი გამოცდილება;
თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის,  ხარისხის         უზრუნველყოფის  ევროპული სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა;
საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე, შესაბამისი მიმართულებით, არსებული თანამედროვე გამოწვევების ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად  (მეტყველება, წერა) ჩაითვლება უპირატესობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე HR@EU.EDU.GE -ზე. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ორ ეტაპად.
განცხადების ბოლო ვადა: 30 მარტი.
ბეჭდვა
© 2020  aris.ge