დაწყებითი კლასის პედაგოგი, თბილისი

ორგანიზაცია: დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
ბოლო ვადა: 12.04.2020
 
გიმნაზია „შავნაბადა“ 2020/2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს ვაკანსიას „დაწყებითი კლასის პედაგოგის“ პოზიციაზე. 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე შერჩეული კონკურსანტი გაეცნობა გიმნაზიის კორპორატიულ კულტურას, ორგანიზაციულ სისტემას და სამუშაოს შიდა სპეციფიკას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამისი უმაღლესი პედაგოგიური განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულობა ან/და „დაწყებითი კლასის“ მასწავლებლის სერთიფიკატის ფლობა;
სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი  ინფორმაცია:
კლასი: I -IV
საგაკვეთილო საათები:18 სთ/კვირაში
სამუშაო განაკვეთი:სრული განაკვეთი, 08:45-დან 16:45-მდე
დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები

ჩვენი ბენეფიტები:
საგამოცდო ვადის წარმატებით გასვლის შემდგომ, ზაფხულის ხანგრძლივი (24 სამუშაო დღეზე მეტი)ანაზღაურებადი შვებულება;
ყოველდღიურად ერთჯერადი უფასო კვება გიმნაზიის კაფეტერიაში;
ხელშეწყობა პედაგოგთა სწავლებისა და განვითარებისათვის.

კონკურსი მოიცავს ეტაპებს:
რეზიუმეების გადარჩევა;
გასაუბრება;
საგნობრივი ტესტირება (ქართული, მათემატიკა);
იმიტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება წინასწარ ცნობილი თემატიკის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე shavnabada.vacancy@gmail.com არაუგვიანეს ა/წ 12 აპრილისა. სავალდებულოა წერილის სათაურში მიუთითოთ "დაწყებითი კლასის პედაგოგი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
ბეჭდვა
© 2020  aris.ge