GE

1-2 ოქტომბერს ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022 ბრუნდება

NASA Space Apps Challenge 2022-ის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰაკათონის მხარდამჭერია: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA • Tech Park). ღონისძიების თანაორგანიზატორია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”. ჰაკათონის პარტნიორია კომპანია “Smart Digital” ქომუნითი პარტნიორი კი – CG Georgia.

წლევანდელი ჰაკათონი გამორჩეულად მასშტაბურია, ვინაიდან Space Apps ერთდროულად ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 8 რეგიონული ცენტრის ბაზებზე.

NASA Space Apps Challenge Georgia 2022 ონლაინ გაიმართება, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ სასურველ სესიებსა და ტრენინგებს.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

NASA-ს ჰაკათონი ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, რომლის გარშემოც შემდეგ მონაწილეებს უწევთ მუშაობა.

2022 წლის ჰაკათონის თემაა “Make Space”, რომელიც ნიშნავს, რომ Space Apps არის ყველასთვის.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 14 წელს ზემოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და სწრაფვა დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდ გამოწვევებს მოუძებნოს ინოვაციური გადაწყვეტები.

წლევანდელი 23 გამოწვევა 14 კატეგორიის მიმართულებით:

Advanced

  • ხელოვნება
  • ასტროფიზიკა
  • დამწყები/ახალგაზრდობა
  • კლიმატი
  • მრავალფეროვნება და თანასწორობა
  • დედამიწა
  • თამაშები
  • აპარატურული უზრუნველყოფა

Intermediate

  • პლანეტები და მთვარეები
  • პროგრამული უზრუნველყოფა
  • კოსმოსური კვლევა
  • მზე

გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია
ვრცლად ჰაკათონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

რეგისტრაცია

შენიშვნა: რეგისტრაცია სრულდება 28 სექტემბერს, 23:59 საათზე.
რეგისტრაციის დროს მონიშნოთ ის ლოკაცია, სადაც იღებთ მონაწილეობას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm