GE

1 საათში ელექტრონულად 11 400 პირველკლასელი დარეგისტრირდა – სტატისტიკა ეტაპების მიხედვით

2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და 12 ივნისს დასრულდება.

როგორც EDU.ARIS.GE – ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, 10 საათის მონაცემებით ელექტრონული რეგისტრაცია უკვე 11 400-მა პირველკლასელმა გაიარა.

EMIS-ის ცნობით, რეგისტრაცია უხარვეზოდ მიმდინარეობს და რეგისტრირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. დაფიქსირდა რეკორდიც, ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელი ნახევარ წუთზე ნაკლებ დროში დაარეგისტრირეს, რაც აქამდე არ მომხდარა.

რაც შეეხება პირველ და მეორე ეტაპზე რეგისტრირებულთა მაჩვენებელს, ჯამში, ელექტრონულ რეგისტრაციამდე 20 400 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

“სულ საქართველოს მასშტაბით 75 000-მდე ვაკანტური ადგილი იყო, წელს კი 50-ათასზე მეტ პირველკლასელს ველოდებით”, – განმარტეს მართვის სისტემაში.

შეგახსენებთ დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს მესამე ეტაპზე დარეგისტრირებულთათვის:

დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. ადადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. მ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა იაკობიშვილი