GE

„10%-იანი სახელფასო მატება არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება“

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სახელფასო მატება 10%-ით, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტით არის განსაზღვრული და იანვრიდან დაიწყება, არ არის ერთჯერადი.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ დღეს, 6 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაკორექტირებული და უკვე საბოლოო ბიუჯეტის პროექტი მთავრობას წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “10%-იანი სახელფასო მატება არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება”. რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას პრემიერის განცხადებით, 1 მილიარდ 684 000 000 ლარს შეადგენს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ცნობილია, განათლების სექტორში 10%-ით ხელფასი გაეზრდება მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს.

“მომდევნო წელს, ჩვენ დავამტკიცებთ ხელფასების რეგულირების ახალ წესს, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად, საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებულ პირთათვის, რაც საბოლოო ჯამში, მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს”, – აღნიშნა დღეს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა.

ასევე იხილეთ:

„ხელფასების 10%-იანი ზრდა არასაკმარისია“ – რა თანხები ეთმობა განათლებასა და მეცნიერებას 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში და რა იგეგმება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური