GE

10 სასკოლო ხრიკი, რომელიც ყველა მოსწავლემ და უფროსმა უნდა იცოდეს

უამრავი ინფორმაციის, ბევრი მასალისა და გადატვირთული გრაფიკის გამო, სწავლა საკმაოდ რთული რამ გახდა. გარდა ამისა, მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთ უსიამოვნებას აწყდებიან, რაც თავის მხრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. თუმცა ჩვენ ვიცით როგორ დაგეხმაროთ სასკოლო რუტინის ოდნავ მაინც შემსუბუქებაში. მოგითხრობთ 10 სასკოლო ხრიკზე, რომელთაც უფროსებიც კი გამოიყენებენ.

1.მარკერზე V-სებური ჩაღრმავება გააკეთეთ. ასე თქვენ ტექსტის ზემოდან და ქვემოდან გახაზვას ერთდროულად შეძლებთ.

2. უხილავი შპარგალკის გასაკეთებლად ტექსტი წებოვან ლენტზე გადაიტანეთ და წყალში ჩაყავით.

3. როცა წრის დასახაზად ფარგალი არ გაქვთ, უბრალო სკრეპები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

4.თუ ტექსტის ნაწილი შეცდომით გამოყავით, მდგომარეობას ლიმონის წვენი გამოასწორებს. ის მარკერს ქაღალდის გაფუჭების გარეშე გააუფერულებს.

5. იმისათვის, რომ ფანქრის ნათალი ყველგან არ გაიფანტოს, tic-tac-ის ყუთი  გამოიყენეთ.

6. ფერადი მარკერის გასაკეთელბლად, მის წვერს სხვადასხვა ფერის მარკერი  მიადეთ.

7.იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ ტექსტის რომელ ნაწილზე გაჩერდით, სკრეპი და საკანცელარიო რეზინი გამოიყენეთ.

8. თუ ფორმულას ან სიტყვას ვერ იმახსოვრებთ, მისი დამალვა შპარგალკის სახით საშლელში შეგიძლიათ.

9. სათლელის პირის საშუალებით წებოვანი ლენტის სწრაფად და უსაფრთხოდ მოჭრა შეგიძლიათ.

10. იმ შემთხვევაში, თუ კალამი აღარ წერს, თუმცა მასში მელანი ნამდვილად არის, ცადეთ მისი წვერის გათბობა.

ბონუსი: დაწყებით კლასებში იაპონელი ბავშვები გამრავლებას ასე სწავლობენ. უბრაოდ ცადეთ!

ამავე თემაზე:

9 ხრიკი, თქვენი მათემატიკის გასამარტივებლად

10 სწრაფი მათემატიკური ხრიკი

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური