GE

10 წიგნი, რომელთა წაკითხვის შემდეგ ახლის დაწყება გაგიჭირდებათ

არის წიგნები, რომლებიც წაკითხვისთანავე გვავიწყდება. თუმცა ისეთებსაც შევხვდებით, რომელთა შთაბეჭდილების ქვეშაც დიდხანს ვრჩებით. მსგავსი ნაწარმოებების დავიწყება რთულია, ვინაიდან მათში მთლიანად ვეფლობით, მოსაწყენ რეალობაში დაბრუნება კი აღარ გვინდა. წარმოგიდგენთ 10 წიგნს, რომელთაც დასრულებამდე ვერ მოწყდებით. წაკითხვის შემდეგ კი ისინი მოსვენებას კიდევ დიდხანს არ მოგცემენ.

ელის სიბოლდი ,,საყვარელი ძვლები“

14 წლის სიუზი სერიული მკვლელის მსხვერპლი ხდება. სამყაროებს შორის დატყვევებული გოგონა აკვირდება იმას, თუ როგორ იცვლება თავისი მეგობრებისა და ახლობლების ბედი მისი ტრაგიკული გაუჩინარების შემდეგ. ის ყველანაირად ცდილობს ცოცხლების სამყაროში, თუნდაც წამით დაბრუნებას, იმისათვის, რომ ამხილოს მისი მკვლელი და თავისი სანუკვარი ოცნება აასრულოს.

ვიქტორ პელევინი ,,რიცხვები“

რომანის მთავარი გმირი არის ბიზნესმენი სტიოპა, რომლის საუკეთესო მეგობარი არის რიცხვი 34, ყველაზე ბოროტი მტერი კი 43. სტიოპას ახსოვს, რომ როცა ის სულ პატარა იყო, ყველა რიცხვს თავისი ფერი ჰქონდა. შემდეგ ისინი წაიშალა, მხოლოდ ოთხიანს დარჩა მკვეთრი მწვანე ფერი, შვიდიანს – ლურჯი და სამიანს – ნარინჯისფერი საღებავის სუსტი კვალი შერჩენოდა.

დიანა სეტერფილდი ,,მეცამეტე ზღაპარი“

მარგარეტ ლი ცნობილი მწერლისგან, ვიდა ვინტერისგან იღებს შემოთავაზებას, რომ მისი ბიოგრაფი გახდეს. მის ვინტერი ცნობილია იმით, რომ ჯერ კიდევ არც ერთი ინტერვიუერისთვის არ უთქვამს მართალი სიტყვა. მარგარეტის წინ ტყუპი დების ისტორია იშლება, რომელიც უცნაური გზით მის პირად ცხოვრებას უკავშირდება.

ხარუკი მურაკამი ,,ნორვეგიული ტყე“

საღამოობით მე ვინილის ფირფიტებს ვყიდდი. როკის ჩართვისთანავე მაღაზიასთან ჰიპები და უსაქმურები იკრიბებოდნენ. ზოგი წაუცეკვებდა, ზოგი გამხსნელს ყნოსავდა, ზოგიც უბრალოდ ასფალტზე იჯდა. ზოგადად, მე ვეღარ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ,,რა არის ეს? ამით რისი თქმა უნდათ მათ?“ – ვფიქრობდი მე.

ელჩინ საფარლი ,,რომ იცოდე …“

,,რომ იცოდე“ – ქალური სასოწარკვეთის ისტორიაა, რომლის შესახებ მოთხრობაც მხოლოდ დღიურის თეთრი ფურცლებისთვის არის შესაძლებელი. ეს არის ისტორია გრძნობებზე, ეჭვებზე, მოლოდინზე და ისეთ შიშებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გვეხმარებიან ცხოვრების თავიდან დაწყებაში.

ნილ გეიმანი ,,არასოდეს“

ლონდონის ქუჩების ქვეშ არსებობს სამყარო, რომელზეც ხალხის უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს. მასში სიტყვა ნამდვილ ძალად იქცევა. იქ მოხვედრა მხოლოდ ,,კარის“ გაღებით არის შესაძლებელი. ეს სამყარო სავსეა საფრთხეებით, დასახლებულია წმინდანებითა და მონსტრებით, მკვლელებითა და ანგელოზებით.

პატრიკ ზიუსკინდი ,,სუნამო. ერთი მკვლელის ისტორია“

ზიუსკინდის ,,სუნამო“ შვეიცარიაში 1958 წელს გამოიცა, ათობით ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერებში მოწინავე ადგილი დაიმკვიდრა. ეს საიდუმლოებით მოცული ისტორია კიდევ დიდი ხნის მანძილზე მიიზიდავს და დააინტერესებს მკითხელებსა და კრიტიკოსებს.

უილიამ სომერესტ მოემი ,,ადამიანის ვნებების ტვირთი“

ფილიპ კერის თავს არაერთი უბედურება ატყდება: მშობლების ადრეული გარდაცვალება, საკუთარი მოწოდების სასოწარკვეთილი ძებნა, განწირული ურთერთობა არასერიოზულ ქალებთან. არაერთი იმედგაცრუების მოთმენის, საკუთარი შეხედულების შეცვლისა და თავისი ვნებების დამორჩილების კვალდაკვალ ფილიპი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს თავისი ცხოვრების მოწესრიგებას.

დენიელ კიზი ,,ბილი მილიგანის მრავალი გონება“

ბილი ციხეში იღვიძებს. მას ამცნობენ, რომ ბრალად გაუპატიურება და ყაჩაღობა ედება. მაგრამ ბოლო, რაც მას ახსოვს, არის ის თუ როგორ ცდილობს სკოლის სახურავიდან გადმოხტომას. მას შემდეგ 7 წელი გავიდა. ბილი კვლავ შოკშია: მას ისევ მოპარეს სიცოცხლის ნაწილი. რას ნიშნავს ეს? და რატომ ,,ისევ“? ნაწარმოების მთავარ გმირს არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ბილი ისევ წავიდა.

რობერტ გელბრეიტი ,,გუგულის სტვენა“

როდესაც სკანდალურად ცნობილი ტოპმოდელი, თავისი პენტჰაუსის დათოვლილი აივნიდან გადმოვარდნის შედეგად კვდება, ყველა გადაყწვეტს, რომ მან თავი მოიკლა. მაგრამ გოგონას ძმა ვერ ეგუება ასეთ დასკვნას და მიმართავს კერძო გამომძიებელს სახელად კორმორან სტარაიკი.

წიგნები, რომლებმაც ცნობილი ადამიანების ცხოვრება შეცვალეს

16 წიგნი, რომლებიც პირველივე ფრაზიდან დაგაინტერესებთ – ფრაზები

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური