GE

„12 პირველკურსელიდან ვერცერთი პასუხობს რამდენ პროცენტს შეადგენს 100-დან 30 მოსწავლე“

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია 29 მარტს სტუდენტებისთვის ჩატარებული ლექციის მიმდინარეობაზე წერს და ყვება იმ მოთხოვნაზეც, რომელიც ერთერთმა პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა განათლების მიმართულების პროფესორებს დაუწესა:

“დღევანდელი ჩემი დილა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში:

ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის 12 პირველკურსელიდან ვერცერთი ვერ პასუხობს კითხვას, რამდენ პროცენტს შეადგენს 100-დან 30 მოსწავლე?

ჯგუფში ირიცხება 23 სტუდენტი, მაგრამ ესწრება მათგან მხოლოდ 12. არცერთი ამ 12-დან ლექციის დაწყებისას აუდიტორიაში არ არის. 5 წუთის დაგვიანებით მოდის 2 სტუდენტი, დანარჩენები კი უფრო გვიან. მთავარი წუხილია, “არებს ხომ არ დაგვიწერთ?” – ნაცვლად იმისა, რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ გამოვტოვე, ან უპატივცემულობა ხომ არ არის რომ ვიგვიანებ?

რითია დაკავებული ამ დროს უნივერსიტეტის ბიუროკრატია? უხსნის განათლების მიმართულების პროფესორებს, რომ სილაბუსში უნდა ეწეროს, რომ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი “აანალიზებს … ” იმის ნაცვლად რომ ეწეროს რომ “სტუდენტს შეეძლება გააანალიზოს”…”, – წერს განათლების ექსპერტი და ლექტორი.

ასევე იხილეთ:

კერძო რეპეტიტორობის სისტემის 10 მახასიათებელი – სიმონ ჯანაშია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური