GE

14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, 19 წლამდე ახალგაზრდებში კი 20%-იანი მაჩვენებელია – ამირან გამყრელიძე

14 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში – 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 31 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადა.

„14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირება 15%, ანუ დღეს თუ 4 700 შემთხვევა იყო, იქიდან იანგარიშეთ 15% ინფიცირებული იყო 14 წლამდე ბავშვი. 19 წლამდე თუ ვიტყვით, მაშინ კიდევ 5 დაამატეთ, ანუ 20 %-მდე. თუ ჩვენ მომდევნო ორ კვირაში დავიცავთ ყველა წესს – პირბადე, ვაქცინაცია აქტიური, იმ შეზღუდვებისა და რეგულაციების დაცვა, რაც მოწოდებულია, თანდათან სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. იცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი პროპორციულ დამოკიდებულებაში არის შემთხვევათა რაოდენობასთან. ყოველ 1 000 შემთხვევაზე, სამწუხაროდ, არის 10, 15, 18, 20-მდეც შეიძლება იყოს გარდაცვალება. აქედან გამომდინარე, როგორც კი შევამცირებთ ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობას, თანდათან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ამას მოჰყვება სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 ინფიცირებული. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 10,92%.

ასევე იხილეთ:

„12 წლის ზემოთ გამოყენების ავტორიზაცია ჩინეთში სინოფარმის ვაქცინამ მიიღო, ჩვენ ველოდებით ჯანმოს რეკომენდაციას“

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური