15-16 ივნისს ილიაუნიში სასწავლო პროცესი შეწყდება
ილიაუნიში ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო 15 და 16 ივნისს სასწავლო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ:
,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, 15 და 16 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება. სასწავლო პროცესი განახლდება ოთხშაბათს, 17 ივნისს. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ არგუსის საშუალებით,”- აღნიშნულია ილიაუნის ოფიციალურ გვერდზე.
ამას გარდა, უნივერსიტეტის ცნობით 14 ივნისს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
- STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი გამოცხადდა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ – ილიაუნის ღია კარის დღეები აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი