GE

18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საშემოდგომო სამხედრო სავალდებულო გაწვევა გამოცხადდა

18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 2021 წლის საშემოდგომო გაწვევა გამოცხადდა. მთავრობის დადგენილება 28 ივლისს გამოქვეყნდა. გაწვევა 2021 წლის 2 აგვისტოდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე განხორციელდება.

შესაბამისი უწყებების მოთხოვნების შესაბამისად, გასაწვევ მოქალაქეთა ოდენობა შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრულია 1400-ით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 684-ით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრულია 1395-ით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრული 200-ით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეული იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

დადგენილების ამოქმედების დღიდან, 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური