GE

19 გარდაცვლილი მოსწავლე და 2 დაღუპული მასწავლებელი – რა მოხდა ტეხასის დაწყებით სკოლაში

მინიმუმ 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი შეეწირა ტეხასში, ქალაქ უვალდეში, დაწყებით სკოლაზე 24 მაისს მომხდარ თავდასხმას, რა დროსაც შენობაში შეჭრილმა პირმა უმისამართო ცეცხლი გახსნა.

BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი იყო, რომელიც მოგვიანებით, დანაშაულის ადგილიდან გაქცევისას პოლიციელებმა მოკლეს.

ამავე ცნობაზე დაყრდნობით, დევნისას ბოროტმოქმედმა სამართალდამცველებსაც გაუხსნა ცეცხლი და ორი მათგანი დაჭრა.

როგორც გამომძიებლები ამბობენ, სკოლაზე თავდასხმამდე დამნაშავემ საკუთარ ბებიასაც ესროლა, თუმცა იგი სროლას გადაურჩა. თავდამსხმელს ბრონის ჟილეტი ეცვა, შეიარაღებული იყო პისტოლეტით, ნახევრად ავტომატური იარაღით და მაღალი ტევადობის მჭიდებით.
საიდან ჰქონდა 18 წლის სალვადორ რამოსს წვდომა იარაღებზე ჯერჯერობით უცნობია.

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური