GE

2016-2017 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია გამოქვეყნდა

2016–2017 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია დამტკიცდა. ბრძანებას ხელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია 2016–2017 სასწავლო წლისთვის

მედალოსანთა სიაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილება და პერიოდულად კიდევ დაემატოს მედალოსანთა კონკრეტული რაოდენობა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, 2016-2017 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ზუსტი დრო ცნობილი არ არის.

“სიის გამოქვეყნების შემდეგ ცხადდება ტენდერი. შემდეგ ხდება უკვე მედლების დამზადება და მოსწავლეებისთვის გაადაცემა, რაც ამ თვეში ვერ მოესწრება. პროცედურულად რამდენი დრო დასჭირდება ამ ყველაფერს წინასწარ ვერ გეტყვით”, – გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური