GE

2016-2017 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები ცნობილია

2016-2017 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროოვნული ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან მონაწილეები, რომლებმაც მესამე ტურში დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგულ სიაში გადანაწილდნენ პირველ ათ ადგილზე.

ოლიმპიადის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

ოლიმპიადის პირველ, მე-2 და მე-3 ადგილებზე გადანაწილდება ოლიმპიადის მხოლოდ ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგულ სიაში მოხვდა შესაბამისი კლასის და საგნის რეიტინგული სიის პირველ, მე-2 ან მე-3 ადგილზე.

თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ ოლიმპიადის მონაწილეს თანაბარი ქულები აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მეორე ტურში მიღებული ქულები.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.

საბოლოო შედეგები

„არ შეიძლება ამ ემოციის წართმევა ბატონო მინისტრო“ – მოსწავლეთა პეტიცია ალექსანდრე ჯეჯელავას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური