GE

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სია გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სია გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, იოლიმპიადის გამარჯვებულები არიან მონაწილეები, რომლებმაც მესამე ტურში დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგულ სიაში გადანაწილდნენ პირველ ათ ადგილზე. ასევე, ოლიმპიადის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

ოლიმპიადის პირველ, მე-2 და მე-3 ადგილებზე გადანაწილდება ოლიმპიადის მხოლოდ ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგულ სიაში მოხვდა შესაბამისი კლასის და საგნის რეიტინგული სიის პირველ, მე-2 ან მე-3 ადგილზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ ოლიმპიადის მონაწილეს თანაბარი ქულები აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მეორე ტურში მიღებული ქულები. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.

იხილეთ 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სია გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური