GE

2017-2018 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებზე მე-11 კლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის დირექტორებისთვის გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის მე-11 კლასის მოსწავლეების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია (10 აპრილის 12:00 საათიდან). სკოლებმა მე-11 კლასელები 24 აპრილის18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ.

სკოლებმა მოსწავლეთა დასარეგისტრირებლად უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაცით, სარეგისტრაციო ბმულზე შესვლის შემდეგ იქვე იხილავთ რეგისტრაციის ინსტრუქციას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სკოლებს 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მე-12 კლასის მოსწავლეები უკვე დარეგისტრირებული უნდა ჰყავდეს.

ამავე თემაზე:

2018 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები – ტესტური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით

აბიტურიენტის ცნობარი 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური