GE

2017-2018 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა სია და პრიზები ცნობილია

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტურებში გამარჯვებული ოლიმპიადის მონაწილეებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოებისა და დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხების განსაზღვრის შესახებ ბრძანებით, გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოს ოდენობები განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ პრიზები არ არის თანხის სახით განსაზღვრული და საუბარია ფასიან საჩუქრებზე.

მინისტრის ბრძანების თანახმად, ფულადი ჯილდოების ჩამონათვალი გამარჯვებულთა საპრიზო ადგილების მიხედვით ასე გამოიყურება:

1. პირველი ადგილის მფლობელ გამარჯვებულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და პირველი ხარისხის დიპლომი;

2. მეორე ადგილი მფლობელ გამარჯვებულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 700-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და მეორე ხარისხის დიპლომი;

3. მესამე ადგილი მფლობელ გამარჯვებულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და მესამე ხარისხის დიპლომი.

4. მე-4-მე-10 ადგილის მფლობელ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და სიგელი.

რაც შეეხება საგნის შესაბამისად შექმნილი რეიტინგული სიის პირველ სამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, მათ გადაეცემეათ მადლობის სიგელები.

იხილეთ 2017-2018 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა სია

დიპლომებისა და სიგელების ბეჭდვას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და სამინისტროს აწვდის არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივნისისა, მეორე ტურში გამარჯვებული მონაწილეებისთვის კი არაუგვიანეს 31 ივნისისა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური