GE

2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები განხორციელდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა.

აბიტურიენტთა ცნობარში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროგრამების ჩამონათვალში (0100201) დამატებულია საბაკალავრო პროგრამა “კულტურის მენეჯმენტი” (ძირითადი სპეციალობა);
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნვერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალს დაემატა საბაკალავრო პროგრამა “სასტუმროს მენეჯმენტი” (1330118);
  • საქართველოს ეროვნული უნვერსიტეტის (სეუ) საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალს დაემატა საბაკალავრო პროგრამა “მედიცინა” (1520109).

იხილეთ განახლებული აბიტურიენტის ცნობარი – 2017

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური