GE

2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები პროფსასწავლებლებში

პროფესიული განათლების საგაზაფხულო მიღებაზე 8 558 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია.  პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მიღება წელიწადში ორჯერ,  გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. რეგისტრანტთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

2013  წელი  –  12 876

2014  წელი  –  15 379

2015   წელი  – 17 547

2016   წელი  –  20 136

2017 (მხოლოდ საგაზაფხულო მიღება) –  8 558

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ პროგრამათა ჩამონათვალში მზარეული, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, კონდიტერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი და სტილისტი მოხვდა.

unnamed (3)

რეგიონების მიხედვით, რეგისტრანტთა ყველაზე მეტი აქტივობა თბილისში დაფიქსირდა. დედაქალაქის გარდა მაღალი აქტივობა იყო აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და ახალციხეში.

დარეგისტრირებულ აპლიკანეტებს, პროფსასწავლებლებში მოხვედრას  პროფესიული ტესტირების წარმატებით გადალახვის შემდეგ შეძლებენ. ტესტირება 23 აპრილს ჩატარდება.

პროფესიული განათლება

პროფესიული ტესტირება 23 აპრილს ჩატარდება – პროცედურები

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური