GE

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და ეტაპები განისაზღვრა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და ეტაპები განისაზღვრა:

პირველი ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა – 2019 წლის 08 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით;

2. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2019 წლის 14 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით.

მეორე ეტაპი:
1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;

2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა – 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;

3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა – 2019 წლის 06 თებერვალი.

სტუდენტები რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიეონ ვებ-გვერდს – www.students.eqe.ge

იხილეთ მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:

მესამე ეტაპი:
1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა – მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;

2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა – მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;

3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა- მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.

მეოთხე ეტაპი:
1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა არაუგვიანეს – 2019 წლის 06 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით;

2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა – 2019 წლის 15 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით;

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა – 2019 წლის პირველ მარტამდე.

მეხუთე ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა არაუგვიანეს- 2019 წლის 04 მარტისა;

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა არაუგვიანეს – 2019 წლის 05 მარტისა;

3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა – 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით;

4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა- 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით;

5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება- 2018 წლის 07 მარტამდე;

6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა -სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა.

ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილები აისახება მობილობის ელექტრონულ პორტალზე 2019 წლის 17 იანვარს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური