GE

2018-2019 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვადები და ჩატარების განრიგი

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია პირველი ნოემბრის 10:00 საათზე დაიწყება და 12 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.

იხილეთ 2018-2019 სასწავლოწლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის თითოეული საგნის შესაბამისად, განსაზღვრული კონკრეტული კლასი/კლასები

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთდროულად 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება.

იხილეთ 2018-2019 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური