GE

2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის აპელაციის შედეგები და III ტურში გამსვლელი ქულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის აპელაციის შედეგები და მესამე ტურში გამსვლელი ქულები.

იხილეთ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის აპელაციის შედეგები

იხილეთ ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გამსვლელი ქულები

2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი შედეგი გაესაჩივრებინათ სააპელაციო განაცხადით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური