GE

2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყება

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტები ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას დღეს 12:00 საათიდან შეძლებენ და რეგისტრაციის პროცესი 1-ლი თებერვლის 18:00 სთ-მდე გაგრძელდება. მობილობის შედეგები კი ცნობილი 6 თებერვალს იქნება.

შეგახსენებთ, რომ მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

იხილეთ მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და ეტაპები განისაზღვრა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური