GE

2018 წლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრცია 2018 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოცდების ჩატარების ვადები: 

ზოგადი განათლებისა ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდები ჩატარდება 2018 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდში. 

განრიგის შესახებ შესაბამის ბრძანებას ხელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აწერს.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური