GE

2018 წლის ეროვნული გამოცდების აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს დასრულდება

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაცია აბიტურიენტებისათვის 9 აგვისტოს დაიწყო და დღეს, 15 აგვისტოს, 18:00–ზე დასრულდება. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტებს ფაკულტეტების ცვლილებისათვის კიდევ ერთი დღე მიეცემათ. მათ შეეძლებათ, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში შეცვალონ/დაამატონ ფაკულტეტები.

ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აბიტურიენტებს მოცემული დროისათვის არ ეცოდინებათ სააპელაციოდ გაკეთებული განაცხადების შედეგად მიღებული ქულები და არც სხვადასხვა საგნის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ექნებათ ინფორმაცია.

ამავე თემაზე:

2018 წლის ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღების პროცედურები

რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ფაკულტეტების ჩამონათვალის შედგენისას – გამოცდები 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური