GE

2018 წლის მე-11 კლსის საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა ჩაჭრის დეტალური სტატისტიკა

2018 წლის მე-11 კლასის საატესტატო გამოცდებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE – სთვის მოწოდებული მონაცემებით ყველაზე ბევრი მოსწავლე – 4 842 ფიზიკაში ჩაიჭრა, ხოლო ყველაზე ცოტა – 522 გეოგრაფიის გამოცდაში.

არსებული მონაცემებით, იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს 9 546-ია, რაც გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა 24%-ს შეადგენს, თუმცა “ნაეკის” განმარტებით, აღნიშნულ რიცხვში შესაძლოა შედიოდნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ერთზე მეტ საგანში ჩაიჭრნენ. შესაბამისად, ჩაჭრილი მოსწავლეები რაოდენობა საბოლოო ჯამში შესაძლოა უფრო ნაკლები ან მეტი იყოს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მე-11 კლასის საატესტატო გამოცდებში მონაწილეობა სულ 38 522-მა მოსწავლემ მიიღო, მათგან 35 484 ქართულენოვანი მოსწავლე იყო; რუსულენოვანი – 849;  სომხურენოვანი – 943; აზერბაიჯანულენოვანი 1 246.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით EDU.ARIS.GE გთავაზობთ დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს თითოეულ საგანში რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა და რამდენი ჩაიჭრა.

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 38 522; ჩაიჭრა – 522 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა – 38 502; ჩაიჭრა – 2 182 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა – 38 481;  ჩაიჭრა – 4842 მოსწავლე;

ქიმიაში მონაწილეობდა – 35 394; ჩაიჭრა – 2 000 მოსწავლე;

შეგახსენებთ, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები ქიმიას მომავალ სასწავლო წელს მე-12 კლასში აბარებენ.

აღსანიშნავია, რომ თუკი აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს ჩაშლილი სახით წარმოვადგენთ და ცალკეულად გამოვყობთ ეთნიკურ უმცირესობებს, შემდეგ სურათს მივიღებთ;

ქართულენოვანი სექტორი:

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 35 484; ჩაიჭრა – 385 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა – 35 469; ჩაიჭრა – 1 977 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა – 35 449; ჩაიჭრა – 4 240 მოსწავლე;

ქიმიაში მონაწილეობდა – 35 394; ჩაიჭრა – 2 000 მოსწავლე.

რუსულენოვანი სექტორი:

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 849; ჩაიჭრა – 6 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა – 848; ჩაიჭრა – 19 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა – 847; ჩაიჭრა – 88 მოსწავლე.

 სომხურენოვანი სექტორი:

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 943; ჩაიჭრა – 26 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა – 942; ჩაიჭრა – 76 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა – 943; ჩაიჭრა -202 მოსწავლე.

აზერბაიჯანულენოვანი სექტორი:

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 1 246; ჩაიჭრა – 105 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა -1 245; ჩაიჭრა – 110 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა -1 242; ჩაიჭრა – 312 მოსწავლე.

იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი (5,5), შესაძლებლობა ექნებათ, რომ მომავალ წელს იგივე საგანი/საგნები მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებთან ერთად ჩააბარონ.

2018 წლის საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური