GE

2018 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა – სტატისტიკა

2018 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. სტატისტიკურ მონაცემებში ნაჩვენებია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა და უკვე დარეგისტრირებულ აპლიკანთა რიცხვი. მოცემული ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატება თითოეულ სპეციალობაზე გამოყოფილ ვაკანტურ ადგილთა რაოდენობას.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადების რაოდენობამ შეადგინა 11 042, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ უნიკალურ სტუდენტთა რაოდენობამ შეადგინა – 7 011. შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სულ გამოცხადებულია 3 026 ვაკანტური ადგილი.

იხილეთ მონაცემები  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, პირველადი საფეხურის პროფესიული ტესტირების შედეგების გაცნობის შემდეგ, პროფესიული განათლების მიღების მსურველ აპლიკანტებს საშუალება აქვთ შეცვალონ საიტზე – www.vet.emis.ge რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ გამოქვეყნდება საბოლოო რეიტინგული სია.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილების ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური