GE

2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ტესტირების ჩატარების განრიგი ცნობილია

2018 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირება ჩატარდება 2018 წლის 6 მაისს 09:00 საათიდან.

ტესტირების დროს, აპლიკანტმა აუცილებელად თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი. პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათის მისაღებად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს (საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ სარეგისტრაციო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი). ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა გაქვთ საგამოცდო ბარათები ამობეჭდონ ვებ-გვერდიდან: www.vet.emis.ge.

საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 5 მაისის ჩათვლით. უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

საგამოცდო ბარათში, რეგისტრირებული აპლიკანტების პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია ის საგამოცდო ცენტრი, რომელშიც პირი აბარებს ტესტირებას, ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღი და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

იხილეთ გასული წლების საგამოცდო პროგრამები და ტესტური დავალების ნიმუშები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური