GE

2018 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია

2018 წლის შემოდგომაზე ჩატარებული პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია. პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიღება აპლიკანტებს ორი გზით შეუძლიათ:

  • ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ შედეგები იხილონ ვებ-გვერდზე vet.emis.ge.
  • ასევე ეწვიონ სარეგისტრაციო ცენტრებს.

იმისთვის, რომ აპლიკანტებს დაფინანსება მოეპოვებინათ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დაეგროვებინათ.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი 26 ნოემბრის ნაცვლად 29 ნოემბერს, ხუთშაბათ დღეს, დაიწყება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება სტუდენტთა რანჟირებული სიების შედგენის გადაწევამ განაპირობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური