GE

2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი და ტესტური დავალების ნიმუშები გამოქვეყნდა

2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდისათვის რეგისტრაცია 5 მარტს 15:00 საათზე დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური 10 ლარია. როგორც საგამოცდო ცენტრში გვითხრეს, ელექტრონული სარეგისტრაციო ბაზა არ გაიხსნება ვიდრე აპლიკანტი საგნის ჩაბარებისთვის განკუთვნილ ზემოთ მითითებულ თანხას არ გადაიხდის. შესაბამისად, ჯერ იხდით თანხას ქვემოთ მითითებული შესაძლო საშუალებებით, შემდეგ რეგისტრირდებით ელექტრონულად.

საგრანტო კონკურსის ცნობარის მიხედვით, ტრადიციულად, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ტარდება ზაფხულში, ივლისის თვეში, ხოლო რეგისტრაციის პერიოდია თებერვალი/მარტი.

რაც შეეხება სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდის ტესტს, ის ერთიანია და მოიცავს შემდეგ სამ კომპონენტს:

1. წაკითხულის გააზრება – 21 დავალება;

2. ლოგიკური მსჯელობა – 14 დავალება;

3. რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.

შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულაა 42. გამოცდისათვის გამოყოფილი დრო 2 საათი და 35 წუთია. კონკურსანტს უფლება აქვს, თვითონ განსაზღვროს ამ საერთო დროის რა ნაწილი დაუთმოს ცალკეულ კომპონენტთა დავალებების შესრულებას.

იხილეთ 2018  წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი და ტესტური დავალების ნიმუშები.

ამავე თემაზე: 

როგორ დავრეგისტრირდეთ ეროვნულ, საგრანტო, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა 2018 წლის გამოცდებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური