GE

2018 წლის ტოპ-5 ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტი აბიტურიენტებში და 2019 წლის ტენდენცია

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. აბიტურიენტებს თავიანთი არჩევანის ცვლილება, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგული ჩამონათვალის გადაადგილება აგვისტოშიც შეეძლებათ.

“საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც პირველი, ისე მომდევნო არჩევანი აბიტურიენტების სარეგისტრაციო გვერდზე მუდმივად ცვალებადია, თუმცა რეიტინგული უნივერსიტეტები მაინც იკვეთება.

როგორი იყო მოცემულობა 2018 წლის ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ უმაღლესებისთვის:

ასე გამოიყურება გასული წლის ტოპ-5 ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტი აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით.

საინტერესოა როგორი შედეგებია 2019 წელს. ივნისის მონაცემებით, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, უმაღლესების რეიტინგის სამეული წელსაც უცვლელია. აბიტურიენტების პირველი არჩევანის გათვალისწინებით, პირველ ადგილს კვლავ თსუ იკავებს, მომდევნო საფეხურზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მესამე საპატიო ადგილი აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც ივნისის თვის მონაცემები ცხადყოფს, გასულ წელთან შედარებით მკვეთრად არის გაუმჯობესებული თსუ-ის მაჩვენებლები, ილიაუნის კი პირიქით, მკვეთრად შემცირებულია. საკითხის დასაზუსტებლად კომენტარისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც მივმართეთ, თუმცა ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

როგორი მაჩვენებლებით დაასრულებენ უმაღლესები აბიტურიენტთა პირველი არჩევანის თანახმად ერთმანეთში ბრძოლას, ეს აგვისტოში გახდება ცნობილი, როდესაც აპლიკანტები თავიანთ საბოლოო არჩევანს დააფიქსირებენ და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოფიციალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური