GE

2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

2018 წელს სკოლადამთავრებული წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს დაპირების მიუხედავად დეკემბრის თვეში ვეღარ მიიღებენ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პასუხობენ, მედლების დარიგება წელს ვეღარ მოესწრება და 2019 წლის იანვარში გადაიწევს.

მათივე განმარტებით, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და მედლის გადაცემის დროსა და ადგილს შეატყობინებენ.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის გადასაცემი სერტიფიკატების ფორმა დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური