GE

2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის ჩატარების განრიგი გამოქვეყნდა – სად ჩატარდება ტესტირება

2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი ცნობილია. მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.

იხილეთ სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი საგნების მიხედვით:

8 იანვარს:

I სესია – მათემატიკაში;
II სესია – ბიოლოგიაში;

9 იანვარს:

I სესია – ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
II სესია – ისტორიაში;

10 იანვარს:

I სესია – გეოგრაფიაში;
II სესია – ინგლისურ ენაში;

11 იანვარს:

I სესია – ქიმიაში;
II სესია – რუსულ ენაში;

12 იანვარს:

I სესია – ფიზიკასა და ფრანგულ ენაში;
II სესია – გერმანულ ენაში.

I სესიაზე – რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 10:00 საათზე;
II სესიაზე – რეგისტრაცია იწყება 14:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 15:00 საათზე.

ოლიმპიადის მეორე ტურის ჩასატარებლად გამოყოფილი კონკრეტული სკოლები.

იხილეთ სკოლების სია

რა უნდა ვიცოდეთ ოლიმპიადის მიმდინარეობის შესახებ:

  • მოსწავლე უნდა გამოცხადდეს მოსაწვევზე მითითებულ საგამოცდო ცენტრში, მითითებულ დროს;
  • ტესტთან ერთად მოსწავლე მიიღებს პასუხების ფურცელს. ანონიმურობის უზრუნველსაყოფად მასზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი;
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მათი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);

გაითვალისწინეთ! – ნაშრომი არ გასწორდება, თუმოსწავლე პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, დაახატავს რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

მესამე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 50%-ს და, ამასთან ერთად, მოხვდება რეიტინგული სიის პირველ 50 მოსწავლეს შორის.

ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო

ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტების მაქსიმალური ქულები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური