GE

2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 27 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და, ამასთან ერთად, მოხვდა რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

ცნობისთვის, პირველი ტური სკოლებში იმართება, ხოლო მეორე და მესამე ტურს ცენტრალიზებულად ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური