GE

2019 წლის აბიტურიენტების გამოცდები დასრულდა – როდის გამოქვეყნდება შედეგები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დღეს დასრულდა.

ფიზიკის გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა.

რაც შეეხება საკითხების სირთულეს, აბიტურიენტებისთვის დღევანდელი ტესტი ასე დახასიათდა:

,,შარშანდელ ტესტთან შედარებით რთული იყო. ელექტროობიდან დიაგრამები და ამოცანები შემხვდა მარტივი. გაიგივებები გამიჭრდა ძალიან, ყველა ფორმულა უნდა გაგვეხსენებინა, რაც კი გვისწავლია. დიაგრამები მარტივი წასაკითხი იყო, მაგრამ მერე, დიაგრებიდან კითხვები იყო უფრო რთული. ჯამში, უნარების მერე ყველაზე მეტად ეს გამოცდა გამიჭორდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საკმაოდ ელემენტარული კითხვებით დაიყო“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან გიორგი მუკბანიანი.

გამოცდების დასრულების შემდეგ აბიტურიენტების მთავარი კითხვა შედეგების გამოქვეყნების ვადებია. როგორც გამოცდების ცენტრი გვპირდება, შედეგები, ნაშრომებთან ერთად გამოქვეყნდება და თავად ეს პროცესი აგვისტოს პირველი რიცხვებიდან უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჩარიცხვებს, გასულ წლებს თუ გადავხედავთ, ჩარიცხვების შესახებ, ანუ ინფორმაცია ვინ რომელ უმაღლესში მოხვდა, აგვისტოს ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

ქულების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შედეგის გასაჩივრების შესაძლებლობაც ექნებათ, ხოლო ცვლილებების შეტანა უმაღლესების არჩევანის მხრივ, აპელაციის შედეგების მეორე დღის ჩათვლით შეეძლებათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური