GE

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე სპეციალური პირობების შესაქმნელად ცნობის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც გამოცდების დროს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნას საჭიროებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, მაგისტრანტობის კანდიდატებმა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილე პირებმა ცნობა (ფორმა №100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 17 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ.

რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს ცნობის გამოგზავნა ადგილობრივი რესურსცენტრებიდან შეუძლიათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური