GE

2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმიადის მესამე ტურის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.

იხილეთ შედეგები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აპელაციის შედეგები ასახულია სისტემაში.

ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან ის მონაწილეები, რომლებმაც მესამე ტურში დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგული სიის პირველ ათეულში მოხვდნენ.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე გასული მოსწავლის ქულას.

ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გადანაწილდებიან ოლიმპიადის მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებმაც მესამე ტურში დააგროვეს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და რეიტინგულ სიაში მოხვდანენ შესაბამისი კლასის და საგნის რეიტინგული სიის პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე.

თუ რეიტინგული სიის პირველ ათეულში მონაწილეებს თანაბარი ქულები ექნებათ, გათვალისწინებული იქნება მეორე ტურში მიღებული შეფასება.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგაც მოსწავლეების ქულები დაემთხვა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება პირველ ტურში მიღებულ შედეგს.

საბოლოო შედეგები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური