GE

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა დაახლოებით 29% ვერ გადალახა

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასული აბიტურიენტებიდან ზღავრი 71%-მა გადალახა – აღნიშნულის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების ჩაჭრის მაჩვენებელი წინა წლებისგან დიდად არ განსხვავდება.

“სამ სავალდებულო საგანში 76%-მა გადალახა ზღვარი და სამს პლიუს ერთში (ანუ სამ სავალდებულო და ერთ არჩევითსაგანში) ჯამში ზღვარი გადალახეს აბიტურიენტების 71%-მა. მაჩვენებელი წინა წლებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, კონკრეტული საგნების სტატისტიკას მოგვიანებით შემოგთავაზებთ”, – განაცხადა საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.

სოფო გორგოძის თქმით, ზუსტი რიცხვი თუ რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ბარიერი 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტებში ჩარიცხვებთან ერთად გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, წინა წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, 2017 წელს კი 28 176 აპლიკანტი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური