GE

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2019 წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, ეს არ ნიშნავს რომ აბიტურიენტები ავტომატურად უკვე გახდნენ სტუდენტები.

“მათ უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებს და დადგენილ ვადებში გაიარონ რეგისტრაცია, სწორედ ამის შემდეგ ჩაირიცხებიან ისინი სასწავლებლებში”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, ის 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა, აქედან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1011-მა მათგანმა, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1452-მა ადამიანმა, 50%-იანი კი – 4083%-მა.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 4777 სტუდენტი, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე კი – 1335 აბიტურიენტი.

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევანი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებზე გააკეთე, შესაბამისად, წელს ყველაზე დიდი კონკურენცია აღნიშნულ დარგებზე იყო.

ცნობისთვის, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 41 000 აპლიკანტი. აქედან გამოცდაზე გამოცხადდა 38 756 მათგანი (აქედან ზოგი გამოცხადდა მხოლოდ ერთ გამოცდაზე, მხოლოდ ორზე და ა.შ.). 41 000 აპლიკანტიდან სხვადასხვა მიზეზის გამო კონკურსს გამოეთიშა 11 010 აბიტურიენტი.

გამოცდები 2019

 მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური