GE

VII-XI კლასის მოსწავლეების გაცდენის ექსტერნი გამოცდების ჩატარების განრიგი 2019 წლისთვის

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) მიერ კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები და გამოცდის თარიღები განისაზღვრა.

გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2019 წლის 18-დან 20 ივნისის ჩათვლით იწარმოებს, უშუალოდ გამოცდები კი 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

რაც შეეხება პროცედურას, რეგისტრაციას  და გამოცდების ჩატარებას სკოლა უზრუნველყოფს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური