GE

2019 წლის გრანტირებულ მაგისტრანტთა სია ცნობილია

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გრანტირებულ მაგისტრანტთა სია უკვე ცნობილია.

გამოაქვეყნდა 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.

იხილეთ 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გრანტირებულ მაგისტრანტთა სია

იმ მაგისტრანტებმა, რომლებმაც აღნიშნული სიის გამოქვეყნებამდე გადაიხადეს სწავლის საფასური, განცხადებით უნდა მიმართონ უმაღლეს სასწავლებლის ადმინისტრაციას.

შეგახსენებთ, რომ წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 10 237 მაგისტრანტობის კანდიდატმა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 27,83%-მა, კონკურსში მონაწილეობა კი 7388 კანდიდატმა გააგრძელა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი