GE

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი ცნობილია.

A ტიპის ტესტი წელს 4334 აპლიკანტმა წერა. ამ ტიპის ტესტში მაქსიმალური ქულა მხოლოდ ერთმა მაგისტრობის მსურველმა აიღო. შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის ტესტს აბარებდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (გარდა ფიზიკისა), ჯანდაცვის, ჰუმანიტარული, ხელოვნების, აგრარული, განათლებისა და სოციალური მეცნიერებების (გარდა ეკონომიკისა) მიმართულებების მაგისტრანტობის კანდიდატები.

B ტიპის ტესტი წელს 3937 აპლიკანტმა წერა. ამ ტიპის ტესტში მაქსიმალური ქულა 2-მა მაგისტრობის მსურველმა აიღო. შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის ტესტს აბარებდნენ საინჟინრო, მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებების მაგისტრანტობის კანდიდატები.

C ტიპის ტესტი წელს 1966 აპლიკანტმა წერა. ამ ტიპის ტესტში მაქსიმალური ქულა ერთმა მაგისტრობის მსურველმა აიღო. შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის ტესტს აბარებდნენ სამართლის მიმართულების მაგისტრანტობის კანდიდატები.

იხილეთ საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 10 237 მაგისტრანტობის კანდიდატმა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 27,83%-მა, კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს 7388 კანდიდატი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური