GE

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების ვადები და პროცედურა

გამოქვეყნდა ინფორმაცია 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ზედმეტად, შეცდომით გადახდლი თანხებისა და საგამოცდო ტესტის შეფასების შესახებ აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე.

მაგისტრობის მსურველებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

განაცხადები მიიღება 2019 წლის 5 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.

  • ქ. თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე.
  • რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომლებშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ! – იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია: საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე; გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების (თვითმომსახურების ტერმინალისა ან ვებგვერდის) გამოყენებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

მაგისტრანტობის კანდიდატების რეიტინგული სია გამოქვეყნდა – გამოცდები 2019

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური