GE

2019 წლის საგაზაფხულო პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო

2019 წლის საგაზაფხულო პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო.

აპლიკანტებს, პროფესიული ტესტირებისათვის ბარათების მიღება სარეგისტრაციო ცენტრებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში შეუძლიათ. ასევე ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია ვებ გვერდიდან www.vet.emis.ge.

საგამოცდო ბარათში, რეგისტრირებული აპლიკანტების პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებულია ის საგამოცდო ცენტრი და მისამართი, სადაც აბარებს ტესტირებას. ასევე ტესტირების ჩატარების თარიღი და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

რაც შეეხება გამოცდის თარიღს, პრეტესტი 4 მაისს, გამოცდა კი 5 მაისს 9 საათიდან ჩატარდება.

იხილეთ საგამოცდო ცენტრები

პროფესიულ ტესტირებაზე დასაშვებად აუცილებელია კონკურსანტმა თან იქონიოს დაბადების ან პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან პასპორტის და საგამოცდო ბარათის წარდგენა.

ამავე თემაზე:

პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირების ნიმუშები

პროფესიული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილების ვადები 2019 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის

პროფესიულ კოლეჯში მოსახვედრად ტესტირება მაისში ჩატარდება – როგორია კონკურსი პროგრამების მიხედვით საგაზაფხულო მიღებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური