GE

2019 წლის საგაზაფხულო პროფესიული ტესტირების შედეგები და სწავლის დაწყების თარიღი

2019 წლის საგაზაფხულო პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია. განათლების საინფორმაციო სისტემის განმარტებით, პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგების გასაცნობად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ ტესტირების საბოლოო შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge

აპლიკანტებმა შედეგების გაგებისთანავე უნდა მიმართოს კოლეჯს, რომელშიც სურს სწავლის გაგრძელება და სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადებში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

როგორც EDU.ARIS.GE-ის განათლების სამინისტროში განუცხადეს, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 3 ივნისს დაიწყება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი