GE

2019 წლის სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში ცვლილებები განხორციელდა

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკლვევში მორიგი ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების მიხედვით, აკრედიტაცია მიენიჭა ქართული უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამებს, ხოლო აკრედიტაცია გაუუქმდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს.

იხილეთ ცვლილებები

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა 17-დან 24 ივლისის ჩათვლით ჩატარდა.  რაც შეეხება შედეგებს, გამოცდის პასუხები აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია კი ნოემბერში გახდება ცნობილი. გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე აპლიკანტმა გაიარა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური